პროექტის სახელწოდება: ვაჟა ფშაველას „ხმელი წიფელი“
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ პროექტის
თემას. მასში მოსწავლეთა ჩართვა ხელს უწყობს მათი აქტუალობის გაძლიერებას. ისინი აგროვებენ
მასალას ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან, აკვირდებიან რა ადგილი უჭირავს მასში სამშობლოს
სიყვარულს, მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ეს ხელს უწყობს მოსწავლეებს ცოდნისა
და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, ყურადღებას ვამახვილებ პრობლემებსა და რირებულებებზე,
ვაკავშირებ თანადროულობასთან და ვაკეთებინებ დასკვნას პროექტმა რამდენად შეუწყო ხელი
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
პროექტის მიზნები: განვსაზღვრავთ მთავარ მიზანს, რომელსაც
ისახავს ეს პროექტი. რა არის მამული, ამის შემეცნებისა და მისი სიყვარულის გაღრმავებას.
ვაჟა-ფშაველას განცდების ამოცნობა. პოეტის ოცნებაა,
ისეთივე სიყვარული იყოს, როგორც ხმელ წიფელს ჰქონდა, როცა მას ხშირად და თან სიყვარულ;ით
იხსენიებენ, ადამიანი ფასდება არამარტო აწყმოთი, არამედ თავისი წარსულითაც უკვდავია ის, ვინც ქვეყანას არგო, სიკეთე დათესა.
ისინი კონკრეტული მაგალითების მოყვანით ასაბუთებენ თავიანთ დამოკიდებულებას სამშობლოსადმი.
უვითარდებათ მაძიებლის უნარი, ცდილობენ უფრო გაამრავალფეროვნონ
შერჩეული თემა სხვადასხვა პოეტთა და პროზაიკოსთა ნააზრევით. მოიძიონ მასალა „ხმელი
წიფელთან“ დაკავშირებით.
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი.
ვადები: 3 დღე.
მოსალოდნელი შედეგი: ელექტრონული პრეზენტაციის შექმნა
მოთხრობის გარშემო, პროექტის მუსიკალური გაფორმება, ნახატების გამოფენა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ვაჟა-ფშაველას მოთხრობა
„ხმელი წიფელი“, თეთრი ფურცლები, მარკერი, სახატავი ფურცლები. ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი,
ინტერნეტი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1 _ თემის წარდგენა და შერჩევა.
მხატვრულად წავაკითხე ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან
რამდენიმე ეპიზოდი, მაგრამ ყველაზე მეტი ინტერესი გამოხატეს მოთხრობის „ხმელი წიფელი“
_ მიმართ.
აქტივობა 2 _ შევარჩიეთ თემა და შესაბამისი შეკითხვები
1.
რას გვასწავლის ხმელი წიფელი?
2.
სად ჩანს მომავლის იმედი?
3.
თქვენი აზრით რა მნიშვნელობა ენიჭება ხმელი წიფელის
ძირზე ამოსულ პატარა ყლორტს?
4.
რა დატვირთვა აქვს წარსულის გახსენებას ამ მოთხრობაში?
5.
რა განწყობილებას გიქმნით ეს მოთხრობა? რა გრძნობა იკითხება
მასში?
ვცდილობ რაღაც გარკვეული წარმოდგენა შევუქმნა ამ მოთხრობით
ბავშვებს სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ. ვაანალიზებ ფრაზებს ტექსტიდან
„ხმელი წიფელი დგას წარბშეუხრელად, შეუშფოთრად.“ „არ მოიდრიკება ხმელი წიფელი და მოტყდება
იმისა რა ვქნათ, ჩავუმატებ მოკლე საუბარს ჰაიტმანის „თეთრი ჩადრის“ ან სხვა მასალის
გათვალისწინებით და შემდეგ გამოვითანე დასკვნა „არ მოიდრიკება“ რას გვასწავლის „ხმელი
წიფელი“? _ ქედუხრელობა, შეუდრეკელობა.
აქტივობა 3 _ ჩამოვაყალიბეთ საპროექტო ჯგუფი. თითოეულ
მოსწავლეს მიზნობრივად გავუნაწილე მასალა ტექსტიდან, 5 მოსწავლე იმუშავებს ტექსტში
გადმოცემულ მხატვრულ სამკაულებზე. 3 მოსწავლე
დააკვირდება ენობრივ მასალას. მთელი კლასი მოიძიებს, კომპიუტერის დახმარებით, ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ამსახველ რამდენიმე ფოტოს.
აქტივობა 4 _ პროექტის პრეზენტაცია.
კლასში ისტორიის, მუსიკის და ხელოვნების მასწაველბელბთან
ერთად მოვახდენთ პროექტის პრეზენტაციას. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს მოთხრობასთან
ერთად ვაჟა-ფშაველას ლექსები. საპროექტო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იქნა მათ მიერ მოძიებული
მასალა.
აქტივობა 5 _ შევადგინეთ პროექტის შემაჯამებელი შეფასების
სქემა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ქართული, ისტორია, მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი გიგინეიშვილი;
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gigineishvililali@gmail.com
No comments:
Post a Comment