გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“
(ფრაგმენტი) ანალიზი.
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა/ ლალი გიგინეიშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური/XI  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         გაკვეთილი ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის, კვლევით უნარ-ჩვევების განვითარებას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია:
·         ნაწარმოების ტექსტის აღქმა;
·         წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა;
·         მოსწავლეები წინასწარ განსაზღვრავენ საჯარო გამოსვლების მიზანს, გეგმის მიხედვით გადმოსცემენ სათქმელს.
·         იცავენ რეგლამენტ, ისმენენ გამოსვლებს;
·         შედეგად მოსწავლეებს შეუძლიათ მოცემული ფრანგმენტის ანალიზი, თემისა და იდეის განსაზღვრა;
·         ინდივიდუალური მუშაობა, წერა:
·         მოსწავლეს შეუძლია ესეს წერა;
·         უყალიბდებათ ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიები;
·         მოსწავლეები წერენ სხვადასხვა სახის ესეს;
·         მოსწავლეებს შეუძლიათ საკლასო დისკუსიაში მონაწილეობა;
წინარე ცოდნა
·         იცნობენ მწერლის ბიოგრაფიას;
·         წაკითხული აქვთ მისი რომელიმე ნაწარმოები;
·         მოსწავლეები ფლობენ კითხვის სტრატეგიას, ნაწარმოებში მოძიებული ინფორმაციის შეფასებისა და დასახული ამოცანის გადასაჭრელად გამოყენების, პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის, დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
საკლასო სახელმძღვანელო. დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება/კლასის ორგანიზება - 2 წთ.

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 3 წთ
გავიხსენოთ მწერლის ბიოგრაფია;

აქტივობა 2 _ ჯგუფური მუშაობა _ 10 წთ.

პირველი ჯგუფი: მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში გრიგოლ რობაქიძის შესახებ;

მეორე ჯგუფი: ფრაგმენტში ასახული ისტორიული ეპოქის ანალიზი;

მესამე ჯგუფი: მოცემული ფრაგმენტის ლიტერატურული ანალიზი;

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3 _ ტექსტის ფრაგმენტის გაცნობა _ 3 წთ

აქტივობა 4 - ჯგუფების პრეზენტაცია _ 15 წთ.

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

აქტივობა 5 _ დისკუსია _  7 წთ.

საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.

მოსწავლეთა შეფასება _ 3 წთ.

No comments:

Post a Comment